|
2018-05-25 17:20:56, 1149 ნახვა
კომენტარი
გრიბაუსკაიტე: საქართველოს 100 წლის წინ მიეცა შანსი და დღესაც გააჩნია, რომ პროგრესული გზით იაროს
„საქართველოს მიეცა შანსი 100 წლის წინ და დღესაც გააჩნია შანსი, იაროს პროგრესული გზით“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერს როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარლგებში. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, გრიბაუსკაიტეს თქმით, კავკასიიდან მხოლოდ საქართველოა ნატო-ს საუკეთესო პარტნიორი, რომელიც რეგიონის უსაფრთხოების ბლოკპოსტზე გდას. „რა თქმა უნდა უსაფრთხოებას მთელს მსოფლიოში გამოწვევები გააჩნია და ყველა ეთანხმება, რომ გეოპოლიტიკური დინამიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება. მხოლოდ თქვენი ქვეყანა კავკასიიდან არის ნატოს საუკეთესო პარტნიორი, რომელიც დგას რეგიონის უსაფრთხოების ბლოკპოსტზე. რა საკვირველია ამით საქართველოს უადვილდება ნატო-სკენ სავალი გზა. ჩვენ ვიქნებით თქვენ გვერდით, თუ საჭირო იქნება თქვენს ზურგს უკან. რა თქმა უნდა ეს გააძლიერებს თვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. მან ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურითერთობები უფრო და უფრო მეტად უმჯობესდება. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით ყოფნა. ამ დღესასწაულზე 100 წლიან იუბილეს ვზეიმობთ საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოში. მეც მინდა საქართველოს ჭეშმარიტი სახელი გამოვიყენო თვენი ქვეყნის აღსანიშნავად, როგორც თქვენ გამოიყენეთ ჩემი ქვეყნისთვის. მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის, მხარდაჭერა და დამოკიდებულება თვენი ქვეყნის მიმართ უფრო და უფრო უმჯობესდება. ხვალ ვესტუმრები თბილისის ერთ-ერთ სკოლას, სადაც ჩემი ქვეყნის ენა ისწავლება. კიდევ ერთხელ მინდა საქართველოს მივულოცო 100 წლოვანი დღესასწაული, იუბილე თანამედროვე სახელმწიფოს შექმნისა და მინდა მომავლისკენ გზა დაგილოცოთ“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)