|
2018-05-25 16:38:03, 1438 ნახვა
კომენტარი
დედა სიდონია: თუ ტელევიზიას ერთი ჟურნალისტის გამო ვუცხადებთ ბოიკოტს, საპატრიარქოს ვინ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი?
„თუ ტელევიზიას ერთი კონკრეტული გადაცემისა და ჟურნალისტის გამო ვუცხადებთ ბოიკოტს, საპატრიარქოს, თუნდაც ერთი ჩემნაირი უღირსის გამო (უღირსები კი მას მრავლად ჰყავს) ვინ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი და რა ფორმით?“, - ასე გამოემხაურა სოციალურ ქსელში დედა სიდონია საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას. როგორც დედა სიდონია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, გიორგი გაბუნიას რეპლიკა ღვთისმშობელზე არც მისთვისაა სასიამოვნო, თუმცა არანაკლებ ცუდად იქცევა მრევლი და სამღვდელოება, როდესაც აგრესიას ავლენენ. "აი, რას ვფიქრობ. არც ჩემთვისაა სასიამოვნოდ მოსასმენი მსგავსი საუბრები ღვთისმშობელზე. მაგრამ ვფიქრობ, როდესაც აგრესიას ავლენენ, მრევლი და სამღვდელოება არანაკლებ ცუდად იქცევა. გაბუნიას არ ვიცავ, მაგრამ, სხვათა შორის, სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა. რამდენია ასე წამოსული ეკლესიიდან. როცა სულიერი კრიზისები ეწყებათ, მაშინ რატო არ ვუდგავართ მხარში? მაგრამ მაშინ ყველა მაგარია ამპარტავანოს ძახილში! მერე თავისი პროტესტები ჯერ ფერად თმასა და საყურეებში გამოხატა, მერე კი - ამ ფორმით. რეალურად, არავინ იცის, რა ენატრება ძველი პერიოდიდან, რაზე სწყდება გული და ა.შ ვინმე დაუჯდა და დაელაპარაკა პირისპირ?“, - წერს დედაო. რაც შეეხება მეუფე იობს, რომელმაც გიორგი გაბუნია დაწყევლა, დედა სიდონიას თქმით, იგი მღვდელმთავრის ღირსებას რისხვის გამოსავლენად იყენებს, რაც დაუშვებელია. „პირადი რისხვის გამო, უფლება არ აქვს, წყევლა და შეჩვენება გამოიყენოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მღვდელმთავრის ღირსებას იყენებს პირადი რისხვის გამოსავლენად. შეჩვენების უფლება მხოლოდ კრებას აქვს და არა-ცალკეულ მღვდელმთავარს. ამბობენ, წმინდა ნიკოლოზმა ხელი გაარტყა არიოზსო გმობისთვის, მაგრამ არ შეუჩვენებია. ანათემას შეიძლება კრებულმა გადასცეს ერეტიკოსი, და არა - ერთი დაბნეული ადამიანი. გული მტკივა, რომ კაცობრიობის არსებობის ალფა და ომეგა არავის ახსოვს. (ყოველ შემთხვევაში ქმედებებში ასე ჩანს) და, ამ გაუთავებელ ავანტიურასა და აგრესიაში ვსპობთ სიყვარულსა და სიხარულს-მცნებათა შორის უპირატესს!. ისე, თუ ტელევიზიას ერთი კონკრეტული გადაცემისა და ჟურნალისტის გამო ვუცხადებთ ბოიკოტს, საპატრიარქოს, თუნდაც ერთი ჩემნაირი უღირსის გამო (უღირსები კი მას მრავლად ჰყავს) ვინ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი და რა ფორმით? სიყვარულით, დედა სიდონია ", - წერს დედა სიდოანია. შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ სამღვდელოებას მოუწოდა, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან, არ მისცენ ინტერვიუ და მათ გადაცემებში მონაწილეობა არ მიიღონ.
ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ანტიფაშისტური საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ არეულობა დაიწყო
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)