11:23 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 14:48:45, 776 ნახვა

რეგიონი
სმენის არმქონე ბავშვებისთვის გაიდლაინის შემუშავების საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

„მოვუსმინოთ მომავალს და მოვემზადოთ მისთვის“ - ამ სლოგანით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია, საქართველოში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების აბილიტაცია-რეაბილიტაციის საკვანძო საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ასეთი კატეგორიის ბავშვებისადმი ადრეული ჩარევის სახელმწიფო სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) შესამუშავებლად.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა, სევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს ჯანდაცვისა და განათლების უწყებების წარმომადგენლებმა.

კონფერენციაზე გაფორმდება მემორანდუმი და ჩამოყალიბდება მრჩეველთა საბჭო, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს სმენის არმქონე და სმენადაქვეითების მქონე ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის და სკოლამდელი და სკოლის ასაკის განათლების ადრეული ჩარევის სახელმწიფო სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) ჩამოსაყალიბებლად.

კონფერენციის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, შპს „კიდსმენა“, „ყელ-ყურ ცხვირის ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ და „ველფეარ ფაუნდეიშენი“. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, კოხლეარული იმპლანტის მწარმოებელი კომპანია Med-El-ი და კომპანია „მეღვინეობა შილდა“.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics