18:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 11:23:46, 534 ნახვა

რეგიონი
აჭარა თავისი მრავალფეროვნებით უკვე დოიჩე ველეს ეთერშია

BBC-სა და ევრონიუსის შემდეგ, აჭარის რეკლამა წელს პირველად ტელეკომპანია Deutsche Welle-ს  ეთერით გადაიცემა. მსოფლიოს გარშემო, 195 ქვეყნის მილიონობით მაყურებელი საქართველოს, კერძოდ კი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. 

გარდა აჭარის სატელევიზიო რეკლამისა, 2 ივნისიდან 9 ივნისამდე  დოიჩე ველეს სატელევიზიო, სამოგზაურო ჟურნალი „Check-in Meet a local” მაყურებლებს აჭარაში ამოგზაურებს. გადაცემის ჟურნალისტმა ელიზაბეტ კოეტერმა ბათუმელ კოკა მეგრელიძესთან ერთად ბათუმში, ბოტანიკურ ბაღში, ქედის ვენახებში იმოგზაურა. 

მის ობიექტივში ასევე მოხვდა აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასი და ქართული ფოლკლორი. 

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა განაცხადა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი რეგიონისთვის ახალი ბაზრებია და ამიტომ აუცილებელია მეტი ინფორმაცია ჰქონდეს პოტენციურ ტურისტებს.

„მაისიდან დავიწყეთ ჩვენ თანამშრომლობა დოიჩე ველესთან, რაც ნიშნავს რომ ტელეკომპანიის მილიონობით მაყურებელი ეცნობა ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს. მნიშვნელოვანია ის, რომ დოიჩე ველეს,  აქტიურად უყურებენ პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები, ზოგადად საქმიანი წრეები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც დაკავებულები არიან ტურების მომზადება-გაყიდვით ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს შესახებ. გერმანია და დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის ახალი ბაზრებია და ამიტომ აუცილებელია მეტი ინფორმაცია ჰქონდეს პოტენციურ ტურისტებს ჩვენი ტურისტული პროდუქტების შესახებ,“- განაცხადა ღლონტმა. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას გერმანიაში მეორე წელია ანხორციელებს. სატელევიზიო რეკლამის გარდა, რეგიონის პოზიციონირება ამ ეტაპზე ფრაქნფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიმდინარეობს, სადაც დეპარტამენტის წარმომადგენლები ვიზიტორებს  საქართველოსა და აჭარას აცნობენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics