|
2018-05-16 15:27:45, 421 ნახვა
რეგიონი
აჭარაში გიდების გადამზადება მიმდინარეობს
ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში გიდებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. 50-მდე დამწყები და მოქმედი გიდის გადამზადება ბათუმის, ქედისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტების მიმართულებით 1 მაისიდან დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დღეს ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა და მათ გიდის პროფესიის მნიშვნელობაზე ესაუბრა. “ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდებთან აქტიური მუშაობა ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ. 100-მდე მოქმედი და დამწყები გიდი ბათუმის, დაცული ტერიტორიების, ქედის, მაჭახელისა და მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით გადავამზადეთ. პროექტი წარმატებულია, რადგან მასში ჩართული გიდების 70% დასაქმდა და ანხორციელებდა ტურებს სხვადასხვა ტურისტული მარშრუტის მიმართულებით. ჩვენ წელსაც გავაგრძელეთ ტრენინგები მასზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე და ვიმედოვნებთ, რომ რეგიონში გიდებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები ეტაპობრივად აღმოიფხვრება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანები, რომლებიც ტურისტებთან ყველაზე მეტ დროს ატარებენ იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, რათა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და რეგიონის შესახებ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა გიდებთან საუბრისას. ერთთვიანი ტრენინგ-კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, ასევე ტურისტულ მარშრუტებზე საველე გასვლებს ითვალისწინებს. ტრენინგის მონაწილეები ეთნოგრაფიას, ექსკურსმცოდნეობას, გიდის ფსიქოლოგიას, პირველად დახმარებას, არქიტექტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს, ბათუმის ისტორიას სწავლობენ და უშუალოდ მარშრუტებზე პრაქტიკული ტურებისას იქ არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, სერვისებსა და მუზეუმებს ეცნობიან. ბათუმის ტური ქალაქში არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ძმების ნომებელების, მხარეთმცოდნეობის, არქეოლოგიურ მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღსა და გონიოს ციხეს მოიცავს. ქედის ღვინის მარშრუტი სოფელ ვაიოს, პირველი მაისის, დანდალოსა და გეგელიძეების ღვინის მარნებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და აჭარულ ღვინის სახლს ითვალისწინებს. მაჭახელას ტურისტული მარშრუტი კი მაჭახელას ეროვნულ პარკსა და მაჭახელას თოფის გზას მოიცავს. ტრენინგებს ეთნოგრაფები, ისტორიკოსები და პროფესიონალი გიდები ატარებენ. მაისის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს სპეციალური კომისია შეაფასებს.
(NS)
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)