16:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 13:03:38, 661 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ჩატარდა

ბათუმში კიდევ ერთი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ჩატარდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ცნობილი სპორტსმენის მუხრან-ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სპორტულ ასპარეზობაში, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, 12 ქვეყნის 150-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა.  გამარჯვებულები 10 სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 63 წონით კატეგორიაში ირანელ მეტოქესთან გამარჯვება ქართველმა ფალავანმა ლერი აბულაძემ მოიპოვა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააჯილდოვა.

ზურაბ პატარაძე მიესალმა საერთაშორისო ტურნირის მონაწილეებსა და ბერძნულ-რომაული სპორტის გულშემატკივრებს. აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ მათ ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, სადაც რეგიონში მოქმედი სპორტული სექციები თანამედროვედ მოწყობილ სივრცეებში განთავსდება. მისი თქმით, აჭარის მთავრობა მუშაობს როგორ სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, ისე საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვისა და რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად ქცევის მიმართულებით.

სპორტული ტურნირი საზეიმო ღონისძიებით დაიხურა, შესრულდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ცეკვები და გაიმართა დაჯილდოების ცერემონია.

საერთაშორისო სპორტული ტურნირი ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით წელს მეშვიდედ გაიმართა.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics