03:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 18:34:13, 389 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ქადაგიძე: არც ერთი წუთით აღებული ვალდებულებებისგან არ გადაგვიხვევია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მტკიცებით, აღებული ვალდებულებებისგან არც ერთი წუთით არ გადაუხვევიათ.
ამის შესახებ ქადაგიძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების  გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული ოპერაციების  გეგმა შეთანხმებული და დოკუმენტებში დეტალურად გაწერილი აქვს.
"ისევე როგორც ინტერვენციების მოცულობა,  ასევე მთლიანად ჩარჩო, გეგმა ჩვენი მონეტარული ოპერაციების,  არის შეთანხმებული და ხელმოწერილი და დადასტურებული დოკუმენტურად, ჩვენ არც ერთი წუთით არ გადაგვიხვევია იმ ვალდებულებებისგან, რაც ჩვენ ავიღეთ.საუბარი იმაზე, რომ ჩვენი შეხედულებით თვითნებურად ვაკეთებთ რამეს და ჩვენი პოლიტიკის რეაგირება არის  მთავრობის საპირისპირო, რა თქმა უნდა, არასწორია. როგორც ფისკალური პოლიტიკის მთავარი ინდიკატორები, ასევე მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინდიკატორები გაწერილია დეტალურად დოკუმენტებში",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics