16:34 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 15:08:59, 605 ნახვა

რეგიონი
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბათუმშიც აღინიშნა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გმირთა ხეივანში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

გმირთა ხეივანში  შეკრებილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ზურაბ პატარაძესთან ერთად  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

„73 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. მინდა ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე. პირველ რიგში ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ. თქვენ იცით, რომ საქართველოდან დაახლოებით 300 000 ადამიანი ითვლება დაღუპულად და უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ჩვენი ვალია გვახსოვდეს ისინი და მოვუფრთხილდეთ ჩვენს ვეტერანებს. გვაქვს სურვილი წლიდან წლამდე ვიხილოთ ისინი და ვუსურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე", - აღნიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

დღესვე, ზურაბ პატარაძემ ყვავილებით შეამკო მეორე მსოფლიო ომის გმირის ანატოლი კაჭარავას საფლავი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს დაარსებაში.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics