16:32 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 10:48:30, 507 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ესტაკადის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ესტაკადის პროექტის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ხიდის მშენებლობა 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულების ფაზაში გადადის. ხიდის მალების, ე.წ. კოჭების ბურჯებზე დალაგების და მიერთების პროცესს ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად დაესწრო. პარალელურად ფრანგული კედლის ფილების მონტაჟი ხორციელდება. უნიკალური საინჟინრო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ მიაწოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ ზურაბ პატარაძის განცხადებით, ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას და გზის გახნსას მაღალი ტურისტული სეზონის დაწყებამდე გეგმავს. მისი თქმით, სამომავლოდ ბათუმის ესტაკადა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვისა და ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებაში.

ბათუმის ესტაკადას პროექტი ითვალისწინებს ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას. სამშენებლო პროცესში დაახლოებით 80 ადამიანია დასაქმებული.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics