16:22 - 20 Aug, 2026
|
2015-05-25 11:31:49, 469 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოში მომხდარი ავარიის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა
სამეგრელოში, სენაკი-ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდის მონაკვეთთან, მომხდარი ავტოავარიის შედეგად დედა და მისი ორი მცირეწლოვანი ბავშვი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ნიშნავს, და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ამასთან, მათივე ინფორმაციით, მძღოლი საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)