07:24 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 15:33:16, 2435 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი: ჩემი არჩევის შემთხვევაში, ხელისუფლებაში ოლიგარქების ადგილი არ იქნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში ხელისუფლებაში თანამდებობებს ოლიგარქები არ დაიკავებენ, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

ამასთან, ფაშინიანის თქმით, ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მიმართ ვენდეტა არ განხორციელდება.

"მინდა ვთქვა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ არანაირი ვენდეტა არ იქნება. ასევე მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ ხელისუფლებაში არც ერთი ოლიგარქი არ იქნება", - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, ხვალ სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევის მეორე ტური გაიმართება. პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციოონერი დეპუტატი და ანტისამთავრობო აქციების ლიდერი ნიკოლ ფაშინიანია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics