14:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 12:42:03, 514 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2019-2022 წწ საშუალოვადიანი გეგმის განხილვა გაიმართა

დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს 2019-2022 წწ საშუალოვადიანი გეგმის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრაზე ძირითადად საუბარი 2019 წლის პროგრამების პროექტებს შეეხო.

გეგმის თანახმად 2019 წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით 1 482 801 გაიზრდება და 17,248,620  ლარი იქნება.

სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 31 პროგრამას განახორციელებს.

სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილია 1 ახალი პროგრამის ამოქმედება, კერძოდ, „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“. ფართოვდება მართოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, მომავალი წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად დაემატება სხვადასხვა პრობლემების მქონე დედები. ასევე, გაიზრდება სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა.

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით: 200,000 ლარით გაიზრდება გულის ქირურგიის დაფინანსება, 500,000 ლარი დაემატება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამას, 150,000 ლარით გაიზრდება მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია, 150 000 ლარით გაიზრდება ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის ტანადაფინანსება, ამავე პროგრამით დაიწყება - შშმ პირების, 18 წალმედე ასაკის ბავშვების, ასკით პენსიონერების 200,000 სარეიტინგო ქულით, 100,000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებისა და უსახლკაროების  ძვირადღირებული ქირურუგიული ოპერაციების თანაგადახდა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით  დაგეგმილია შემდეგი სიახლეები: I. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ორთოპედიული გამოკვლევა, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტოზური პროფილაქტიკა. II. მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში პირველადი სკრინინგით გამოვლენილ, სმენის დარღვევების მქონე ახალშობილებში მეორადი სკრინინგის და საჭიროების შემთხვევაში ჩაღრმავებული კვლევების ჩატარება. III ჰელმინთებზე გამოკვლეული ბავშვებისათვის ოჯახის ექიმის/პედიატრის/პარაზიტოლოგის კონსულტაცია და ანტიჰელმინთური პრეპარატის სამკურნალო დოზის გადაცემა. IV ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისათვის ახალი  სამიზნე ჯგუფის გამოვლენა ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების პირველ და მეორე კლასელთა შორის.

შეხვედრაზე პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. 

2019-2022 წწ საშუალოვადიანი გეგმის პროექტები იხილეთ

http://adjara.gov.ge/branches/listpage.aspx…

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics