|
2018-05-03 14:15:40, 494 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს. მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის ხელმძღვანელმა პირებმა ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ამ ეტაპზე ტერიტორიის რკინა-ბეტონით საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც საძირკვლის შევსების, მონოლითური რკინა-ბეტონის სვეტებსა და ნულოვან ნიშნულამდე კედლების მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტის ფარგლებში, პარალელურად ტერიტორიის ეზოს და პარკირების ადგილის ფუძის მოწყობა ხორციელდება. სამუშაოებში დღეისათვის 60 ადამიანია დასაქმებული. ზურაბ პატარაძის თქმით, ახალი სპორტის სასახლე მრავალფუნქციური სპორტული ობიექტია, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს და რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ტურნირებს უმასპინძლებს. 3400 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო ფართი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრია და იქ სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის 10-ზე მეტი დარბაზი განთავსდება. გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა, თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე გასახდელები და სხვა დამხმარე ობიექტები მოეწყობა. შენობას, ასევე, ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული. მშენებლობის ღირებულებაა 61 977 777 ლარი. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში (ხელშეკრულება 2018 წლის 8 იანვარს გაფორმდა) დასრულდება.
(NS)
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)