03:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-24 13:03:39, 461 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონატი მინიფეხბურთში „MOF-2015“ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონატი მინიფეხბურთში MOF-2015 დაიწყო, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი დაესწრნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს, ჩემპიონატში  ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს საქვეუწყებოსამსახურების 16 გუნდი მონაწილეობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ართმევენ თავს თავის მოვალეობებს, დასვენების პერიოდშიც ცდილობენ ერთად ყოფნას და უკვე კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა ის, რომ ტარდება სამინისტროს ჩემპიონატი მინიფეხბურთში. ასე რომ, ჩემპიონატის პერიოდში ჩვენი თანამშრომლების აქცენტები, დატვირთვა სამსახურის შემდეგ, გადმოტანილი იქნება ამ დარბაზში და იმედი მაქვს, რომ სწორედ ღირსეული გუნდი გახდება წელს ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონი მინიფეხბურთში,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

უწყების ცნობით, ჯგუფური ეტაპი 23 მაისიდან-1 ივნისის ჩათვლით გაიმართება, მეოთხედფინალები 6 ივნისს შედგება, ნახევარფინალები 8 ივნისს, ხოლო ფინალი - 13 ივნისს.

ჩემპიონატის მონაწილეებს ფინანსთა მინისტრი სამახსოვრო სიგელებს გადასცემს. ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი, ასევე დაჯილდოვდებიან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელი  საუკეთესო მეკარე და ვეტერანი ფეხბურთელი.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics