07:24 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 11:21:58, 2438 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ რუსეთს სანქციები დაუწესა

უკრაინა ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

"სანქციები ამოქმედდა იმ პირების მიმართ, რომელიც ეჭვმიტანილნი არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში და ოკუპირებულ ყირიმში უკანონო რუსული არჩევნების ჩატარებაში. ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტების მხარდაჭერაში", - განაცხადეს უწყებაში.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს წევრებთან შხეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ს მსგავსაც, ოფიციალური კიევი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას აპირებს.

მისი თქმით,  ეს ნაბიჯი არის პასუხი "ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ევროპის ცენტრში და ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე უკანონო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე".

"დღევანდელი გადაწყვეტილებით, ახლადშემოღებული სანქციები კოორდინირებულია აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების და იურიდიული პირების მიმართ",- განაცხადა პოროშენკომ. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე რუსეთს სანქციები აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics