05:34 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 12:37:24, 2274 ნახვა

მსოფლიო
სომხეთში დეპუტატები პარლამენტის სხდომას ბოიკოტს უცხადებენ - გიუმრიში მერიის შენობა ბლოკირებულია

სომხეთში დეპუტატები პარლამენტის სხდომას ბოიკოტს უცხადებენ, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი პარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება. სხდომის დაწყებისთვის 53 დეპუტატის დასწრებაა საჭირო, თუმცა პარლამენტში მხოლოდ 29 დეპუტატი მივიდა.

"ცარუკიანის" ფრაქციის ერთ-ერთი დეპუტატის ვაგე ენფიაჯანის განცხადებით, ფრაქცია საპარლამენტო კვირას ბოიკოტს უცხადებს.

"ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული 4 დღე ბოიკოტიუს რეჟიმში ვიყოთ", - დასძინა დეპუტატმა.

გარდა ამისა,  მედიის ცნობით, დღეს დილიდან სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში აქციები დაიწყო. მომიტინგეებმა მჯდომარე აქცია გიუმრის მერიის შენობასთან დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ გიუმრი ერევნის შემდეგ მეორე უდიდესი ქალაქია სომხეთში და მის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული.

მომიტინგეები გიუმრის მერს მოუწოდებენ მათ აქციას შეუერთდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა გიუმრიში შირაკის ოლქის ადმინისტრაციის და საგადასახადო ინსპექციის შენობების ბლოკირება მოახდინეს.

ცნობისთვის, გუშინ სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ნიკო ფაშინიანი არ აირჩია. ფაშინიანს 8 ხმა დააკლდა, რათა პრემიერის პოსტი დაეკავა. მოგვიანებით მან მხარდამჭერებს ფართომასშტაბიანი აქციებისკენ გამართვისკენ მოუწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics