05:37 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 12:15:30, 2040 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის პარლამენტმა „მაგნიტსკის აქტი“ მიიღო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა „მაგნიტსკის აქტი“ დაამტკიცა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, "მაგნიტსკის შესწორება", მესამე მოსმენით დამტკიცდა. აღნიშნული შესწორებები "სანქციებისა და ფულის გათეთრების" შესახებ კანონში შევიდა.

კანონი მსოფლიოს მასშტაბით იმ მაღალჩინოსნებზე გავრცელდება, რომელთაც დიდ ბრიტანეთში აქტივები აქვთ. ეს ყველაფერი მიზნად სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, კორუფციულ სქემაში ჩართული პირების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს.

დოკუმენტი ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული, კორუმპირებული მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ოფიციალურ ლონდონს, დოკუმენტის თანახმად, უფლება ექნება კანონდამრღვევ პოლიტიკოს ქონება ჩამოართვას.

ამასთან, კანონი ხსენებული დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ვიზების გაუქმებასა და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.

ცნობისთვის, პირველმა "მაგნიტსკის აქტი" ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 6 წლის წინ მიიღო. 2017 წელს აქტი კანადამ და კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ.

შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის, ფონდ Hermitage Capital Managemen-ის თანამშრომელი სერგეი მაგნიტსკი, რომელსაც რუსეთში საგადასახადო მაქინაციებში ედებოდა ბრალი, 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, 2012 წელს ამერიკა მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა. ამიტომ კანონს ბრალდებული სახელი დაერქვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics