16:34 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 10:10:42, 488 ნახვა

რეგიონი
ბათუმში თანამედროვე საფეხბურთო ბაზა გაიხსნა

დღეიდან ბათუმს თანამედროვე საფეხბურთო ბაზა მოემსახურება.

ანგისის დასახლებაში ახალი სპორტული ბაზის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტულ მოედანზე შეკრებილ დინამო „ბათუმის" გულშემატკივრებს ახალი სპორტული სივრცის გახსნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის მნიშვნელობას და სპორტული ტურიზმის განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში ოთხივე სეზონის გააქტიურებას.

„მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი ბათუმის დინამოს, ვეტერან ფეხბურთელებს, ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივრებს ჩვენს ქალაქში. ბათუმის საფეხბურთო ბაზის დახმარებით, მჯერა, ბათუმის „დინამოს" ექნება  უფრო მეტი შესაძლებლობები და მოტივაციაც, რომ მიაღწიონ მეტ წარმატებას." - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

გახსნის ღონისძიების ფარგლებში შესრულდა საქართველოს ჰიმნი და გაჟღერდა ბათუმის "დინამოსათვის" შექმნილი სპეციალური ჰიმნი და სიმღერა ბათუმზე.

თანამედროვე სპორტული სივრცე, რომელიც 80 000-კვადრატულ მეტრს მოიცავს, აერთიანებს 5 სექტორს,  1575 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას და შშმ პირთათვის განკუთვნილი სივრცეს.  ბაზას ბუნებრივსაფარიან და  ხელოვნურსაფარიან მოედნებთან ერთად  აქვს 3 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა.

ახალი სპორტული ბაზა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, არამედ საერთაშორისო წვრთნებისა და ღონისძიებების ბათუმში მოზიდვას, სპორტული ტურიზმის განვითარებას.

 

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics