|
2015-05-24 10:45:30, 452 ნახვა
საზოგადოება
შსს–ს მომსახურების სააგენტოს სართიჭალის მე–2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სართიჭალის მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებს სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომსახურების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამმართველოს თანამშრომლებმა მოსწავლეებს სააგენტოს სერვისების და საგზაო ნიშნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. შემდეგ მოზარდებმა სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალ, „3D“ ბილეთებს გაეცნენ და გამომცდელთან ერთად პრაქტიკული გამოცდის ელემენტები გაიარეს. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და მათი სკოლის ნომრის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი გადაეცათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია 1 მაისიდან დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)