|
2018-04-30 15:23:50, 597 ნახვა
რეგიონი
კურორტ გოდერძის განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის ენის შემსწავლელი კურსები იწყება
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები წელსაც გრძელდება. მაისიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდებისთვის მნიშვნელოვან ტრენინგებს იწყებს. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში რეგიონში მოქმედი 30 დამწყები და მოქმედი გიდი ბათუმის, ქედის ღვინისა და მაჭახელას ტურიტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდება. თეორიულ-პრაქტიკული კურსი აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებს. თითოეულ მარშრუტზე ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ჩაატარებენ. ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილები იქნებიან კურსის თეორიული და პრაქტიკული მასალებით. გიდებისგან განსხვავებით, წელს პირველად იწყება ინგლისური ენის შემსწავლელი ტრენინგები მაღალმთიან აჭარაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინგლისურ ენას საბაზისო დონეზე შეასწავლის. თვენახევრიანი კურსის განმავლობაში მონაწილეები სტუმარ-მასპინძლობისთვის აუცილებელ საკომუნიკაციო ინგლისურს ისწავლიან, რაც სტუმრის მიღებისთვის, გამასპინძლებისა და სერვისების შეთავაზებისთვის აუცილებელ ტერმინოლოგიას მოიცავს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიზანია მთიან აჭარაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე ნელ-ნელა გამოსწორდეს ენის ბარიერი, რაც საოჯახო ტურისტულ ბიზნესში ჩართულ ადამიანებსა და მოგზაურებს ერთმანეთთან კომუნიკაციას გაუმარტივებს. კურორტ გოდერძის შემდეგ ტრენინგები იმ მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება, სადაც ტურისტთა ნაკადები მზარდია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გასულ წელს 500-მდე ადამიანი გადაამზადა. მათ შორის იყო 100-მდე გიდი მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით.
(NS)
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)