11:21 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 14:04:25, 587 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი კაცი ბედნიერი ვერ იქნება, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება

„ქართველი კაცი ბედნიერი ვერ იქნება, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მისი სურვილია  ყველამ ერთად იზეიმოს  „აფხაზეთობა“ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

„მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები. ჩვენ მათზე ვზრუნავთ და გვინდა მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია სწორედ ამ ურთიერთობების განმტკიცებისკენ, ნდობის აღდგენისკენ და მიგვაჩნია, რომ ეს გზა აუცილებლად გამარჯვებამდე მიგვიყვანს", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა დასძინა, რომ ნებისმიერი ქართველისთვის მოუშუშებელი იარაა ოკუპირებული ტერიტორიები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics