03:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 14:02:03, 380 ნახვა

საზოგადოება
თბილისში აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თბილისში, აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ვროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: პერსპექტივები და გამოწვევები“ გაიმართა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან  ფორუმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტენსიურ დიალოგს ევროინტეგრაციის საკითხებზე.

კონფერენციის ფარგლებში ჩამოსულმა და ადგილობრივმა აკადემიკოსებმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.

კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ მკვლევარები, კერძო და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი სპეციალისტები და აკადემიურ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები როგორც საქართველოს, ისე ამერიკის, დიდი ბირიტანეთის, თურქეთის, პოლონეთის, უკრაინის,  აზერბაიჯანისა და ერაყის  სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

მონაწილეთა მოხსენებები მოიცავდა თემებს, როგორიცაა პარტნიორი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების გამოწვევები ევროკავშირის წევრობის გზაზე, ეკონომიკა და სექტორული თანამშრომლობა, განათლება, ენერგეტიკა, ფინანსები, ტურიზმი და სხვა.

კონფერენცია შავი ზღვის შაერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA), ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბთან და საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics