|
2018-04-27 20:35:14, 2320 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს სადაზვერვო კომიტეტმა ტრამპსა და რუსეთს შორის კავშირი ვერ იპოვა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა ვერ იპოვა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის მტკიცებულება- ამის კომიტეტის მიერ გავრცელებულ „რუსული საქმის“ ანგარიშში ვკითხულობთ. ანგარიში 130 გვერდს მოიცავს, თუმცა აღნიშნავენ, რომ რამდენიმე ფურცელი გასაიდუმლოებულია. დოკუმენტში ეჭვქვეშ არ აყენებენ იმ ფაქტს, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე რუსეთი განსაკუთრებით ერევა აშშ-სა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების შიდა პოლიტიკაში. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა ვერ იპოვა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის მტკიცებულება და მეტიც, კომიტეტში აღნიშნავენ, ორივე საარჩევნო შტაბმა, არაგონივრული გადაწყვეტილებები მიიღეს. კომიტეტის წევრებმა ამერიკული სპეცსამსახურების 2016 წლის ანგარიში გააკრიტიკეს, სადაც ეწერა, რომ რუსების მიზანი იყო ხელი შეეშალათ კლინტონისთვის, რათა ტრამპს მოეგო. კომიტეტში აცხადებენ, რომ რუსეთი ჩაერია იმიტომ, რომ "ამერიკელებს შორის კონფლიქტი წარმოქმნილიყო". შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ს ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)