03:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 13:38:28, 2047 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი: თუ პრემიერ-მინისტრად მე არ დამნიშნავენ, ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს

ოპოიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან კარენ კარაპეტიანთან არ შედგა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს უნდა გამართულიყო.

კარენ კარაპეტიანმა შეხვედრის ჩაშლის მიზეზად მოლაპარაკებების უპერსპექტივობა დაასახელა.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა კარაპეტიანს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

"მან თანამდებობა უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვადამდელ არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ. გარდა ამისა, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების ბლოკირებას მოვახდენთ. ამასთან, ოპოზიცია არ გამოუცხადებს ბოიკოტს ამ არჩევნებს, თუ პრემიერად მე დამნიშნავენ. თუ ასე არ მოხდება, მაშინ სომხეთში პრემიერს საერთოდ არ აირჩევენ", - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, 25 აპრილს ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics