03:54 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 10:17:33, 1993 ნახვა

მსოფლიო
კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეაში ჩავიდა (ვიდეო)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. 

ფხანმუნჯის სასაზღვრო პუნქტზე ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 
შეხვედრის შედეგები ასეთია – კიმ ჩენ ინმა სამხრეთელ კოლეგას კონფრონტაციის დასრულებისკენ მოუწოდა, უფრო ხშირი შეხვედრისა და სასურველი კარგი სამყაროს აშენების სურვილი გამოთქვა.

„დღეს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება: მშვიდობის ეპოქა“, - დაწერა კიმ ჩენ ინმა. 

საპასუხოდ კი მუნ ჯე ინმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა შესთავაზა. მან ასევე სურვილი გამოთქვა, მოინახულოს კორეელებისთვის წმინდა მთა პექტუსანი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთის საზღვართან მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინის მიერ სადემარკაციო ხაზის გადაკვეთა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მშვიდობის სიმბოლოდ შეაფასა.

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც 1953 წლიდან სამხრეთ კორეას ეწვია. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics