11:21 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 19:03:18, 398 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო. იუვალ ფუქსმა თინათინ ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის განსაკუთრებული მეგობრული დამოკიდებულების მნიშვნელობა და განხილულ იქნა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ასევე დაფიქსირდა საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის დაწყების მიზანშეწონილობა და ამ მიზნით სამუშაო ჯგუფებს შორის შეხვედრების წარმოების აუცილებლობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics