14:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 15:29:37, 729 ნახვა

რეგიონი
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სასწავლო კორპუსი ექნება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს კულტურის და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა.

თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსი ლეონიძის ქ. N15-ში შენდება. მშენებლობისთვის ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700- ათას ლარამდეა გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ლიფტი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობის სერთიფიკატს  უნივერსიტეტის რექტორთან ერთად ხელი მოაწერეს მოაწერეს და საფუძვლის ჩაყრის სიმბოლურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.  

ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ განათლება ქართული ოცნების მთავრობის პირობებში არის მთავარი პრიორიტეტი. გაზრდილია დაფინანსება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

„აჭარის მთავრობის მხარდაჭერით უკვე მესამე საგანმანათლებლო ობიექტის მშენებლობაა დაწყებული. გასულ წელს დავიწყეთ სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა და უკვე ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს საშუალება ექნება იცხოვრონ თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ კორპუსში. ახალი კორპუსისა და სტუდენტური საცხოვრებლის მახლობლად შენდება ასევე სპორტული კომპლექსი, რაც საერთო ჯამში ამ ტერიტორიაზე ახალ საგანმანათლებლო-სპორტულ სივრცეს შექმნის ქალაქში" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics