03:59 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 12:33:04, 2184 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: ზოგიერთი ქვეყნის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება ტერორისტების ინტერესებს ემსახურება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ზოგიერთი ქვეყნის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება ტერორისტებისა და ექსტრემისტების ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უსაფრთხოების სფეროს უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრაზე გაგზავნილ მიმართვაში განაცხადა.

მიმართვის ტექსტი შეხვედრის მონაწილეებს რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ნიკოლაი პატრუშევნამ წაუკითხა.

„დღეს გლობალურ და რეგიონულ დონეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებით მწვავე საკითხია. საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წევრი სულ უფრო და უფრო ხშირად ცდილობს უგულებელყოს საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები და სამხედრო ძალას იყენებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით. ისინი უარს ამბობენ მოლაპარაკებებზე როგორც საერთაშორისო დავების გადაჭრის მთავარ ინსტრუმენტზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკურ და სოციალურ არასტაბილურობას იწვევს.

„რუსეთი მზად არის უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ამ მიმართულებით როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ ფორმატებში“, - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics