02:17 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 11:32:04, 2316 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ვიმედოვნებთ, სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება

ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნება.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ მადლობას ვუხდით სერჟ სარგსიანს აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მისი მემკვიდრის განსაზღვრის პროცესი გამჭვირვალედ, სომხეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 16 აპრილს ერევანში ვითარება დაიძაბა. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. აქციის მონაწილეების პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

11 დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სარგსიანმა პრემიერ- მინისტრის პოსტი დატოვა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics