2015-05-22 17:18:46, 534 ნახვა
ეკონომიკა
ერთი დოლარი ხვალ 2.2773 ლარი ეღირება
ერთი დოლარი ხვალ 2.2773 ლარი ეღირება ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, 1 დოლარი ხვალ 2.2773 ლარი ეღირება,
დღეს კი მისი შეძენა 2.2545 ლარადაა შესაძლებელი. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0228 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გაუფასურდა.
1 ევროს ღირებულება ხვალ 2.5478 ლარი იქნება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.5151 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0327 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან