|
2018-04-23 18:22:05, 2390 ნახვა
მსოფლიო
ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ადამიანებს ინდოეთში სიკვდილით დასჯიან
ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ადამიანებს ინდოეთში სიკვდილით დასჯიან. Dailypakistan-ის ცნობით, გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ მიიღო. ახალი კანონი ძალაში ექვსი თვის ვადაში შევა. ამ დროის განმავლობაში, პრეზიდენტმა მას ხელი უნდა მოაწეროს. ინდოეთში მასობრივი საპროტესტო აქციები აპრილის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის ზონაში მუსლიმ არასრულწოვან გოგონაზე ინდუსებმა იძალადეს. ინდოეთის დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს ცნობით, 2016 წელს ქვეყნის მასშტაბით ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის 18 862 ფაქტი დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)