02:18 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 17:47:12, 2448 ნახვა

მსოფლიო
„გილოცავთ, გამარჯვებულებო“ - სომხეთის მოსახლეობა სერჟ სარგსიანის გადადგომას ზეიმობს

ერევანში მოსახლეობა სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან გადადგომას ზეიმობს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე 1000-მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი ერთმანეთს პრემიერ-მინისტრის გადადგომას ულოცავენ. მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა სიხარულს ტაშითა და შეძახილებით გამოხატავს სიხარულს. მათ რესპუბლიკის დროშებიც აქვთ გამოტანილი.

მოსახლეობას ოპოზიციონერმა დეპუტატმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკოლ პაშინიანმაც მიმართა:

"სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე! არავის შეუძლია ეს გამარჯვება წაგართვას. გილოცავთ, გამარჯვებულებო", - წერს დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ცოტა ხნის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. როგორც სარგსიანმა აღნიშნა, მან მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა შეასრულა.

ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics