|
2018-04-23 12:31:40, 2224 ნახვა
მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციას სამხედროების ნაწილი შეუერთდა (LIVE)
ერევანში ანტისამთავრობო აქცია განახლდა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" სომხური ბიურო იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მსვლელობას ერთდროულად დემონსტრანტების რამდენიმე ჯგუფი მართავს. ერთ-ერთი აქცია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტებმა დაიწყეს. ამასთან, კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლა შეწყვიტეს და ცენტრალური მოედნისკენ მიემართებიან. სომხური გამოცემა, Hetq.am იტყობინება, რომ რამდენიმე სტუდენტი პოლიციამ უკვე დააკავა. მედიის ცნობით, აქციას ასევე სამართალდამცველები და სამხედროებიც შეუერთდნენ. ერევნის ქუჩებში ათასობით ადამიანია გამოსული. ადმინისტრაციული შენობებისკენ მიმავალი გზა პოლიციამ გადაკეტა. აღსანიშნავია, რომ გუშინ, სომხეთის ოპოზიციის ლიდერის პაშინიანის დაკავების შემდეგ ერევანში აქციის მასშტაბი გაიზარდა. ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)