06:34 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-22 16:59:46, 937 ნახვა

რეგიონი
ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს პერიოდში განახლდება

დღეს ქობულეთის ზღვისპირა ზოლს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ესტუმრნენ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაწყებულია, თუმცა შემსრულებელი კომპანიის მხრიდან მოხდა სამუშაოების გაჭიანურება და შეჩერება. 

მინისტრმა პირადად დაათვალიერა სანაპიროზე დაწყებული მშენებლობა და ტურისტული სეზონის წინ არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობის და მოსახლეობის წარმომადგენლებს მიაწოდა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე მოხდა არსებული ვითარების შეფასება და სამუშაოების განახლებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება. 

„სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. ისინი 1 მაისიდან დაიწყებენ უშუალოდ ქობულეთში სამუშაოების შესრულებას. დღეს უკვე მათ მიერ განთავსებულია შეკვეთები ბეტონის ნაკეთობის დამზადებისთვის. ანუ მათ პრაქტიკულად დაწყებული აქვთ საქმიანობა" - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

ქობულეთის სანაპირო ზოლის ტურისტულ სეზონამდე მოწესრიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს საკითხით დაინტერესებისთვის. მისი თქმით, ახალი კომპანიის პირობებში მოხდება სამუშაოების დაჩქარება. 

„ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია წლევანდელი საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება"-განაცხადა ზურაბ პატარაძემ. 

ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრების გაზრდა, შემცირდება შტორმის დროს ნაპირსამაგრ კედელზე ტალღების ზემოქმედება, რაც ქობულეთის მოსახლეობას და მის დამსვენებლებს საშუალებას მისცემს დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ისარგებლონ.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics