2018-04-21 13:40:09, 861 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სამედიცინო ტურიზმის შესახებ კონფერენცია გაიმართა
ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში", თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სამედიცინო ტურიზმის შესახებ კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრაზე ქალაქების - ერუზრუმის, ერზინჯანისა და ბაიბურთის სამედიცინო დაწესებულებების პოტენციალი და სამედიცინო სერვისები წარმოდგინეს.
კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, თურქეთის რესპუბლიკის კონსული ქ. ბათუმში მაქბულე ქოჩაკი და ქ. ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ავტორი: ,