02:17 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 20:37:59, 2381 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ რუსეთის, WikiLeaks-სა და ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალურმა კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას, პროექტ WikiLeaks-სა და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის შტაბს, სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს. 

სარჩელში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი რუსეთის მთავრობასთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობდა, რათა არჩევნებში მისი ოპონენტის, დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის დისკრედიტაცია მოეხდინა. 

მათი თქმით, ორგანიზებული იყო კომიტეტის კომპიუტერული ქსელის გატეხვა, ხოლო მოპოვებული ინფორმაცია ინტერნეტში WikiLeaks-ის დახმარებით გავრცელდა. 

"2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში რუსეთმა ჩვენს დემოკრატიაზე ტოტალური იერიშის მიტანა დაიწყო“,-ნათქვამია კომიტეტის თავმჯდომარის ტომ პერესის განცხადებაში. 

მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეებმა აღიარონ შეთქმულება. გარდა ამისა, აშშ-ის დემოკრატიული პარტია მრავალმილიონიან კომპენსაციას ითხოვს თავიანთი კომპიუტერული სერვერების დაზიანებისთვის. 

მათი თქმით, ჰაკერულმა თავდასხმამ მათ შეუზღუდა შესაძლებლობა ურთიერთობა ჰქონოდათ ამომრჩეველთან და ეფექტურად ემუშავათ. სარჩელის ზუსტი თანხა მითითებული არ არის. 

ტრამპის მხრიდან მოპასუხეებს შორის შედიან უმცროსი დონალდ ტრამპი, პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი. ასევე შტაბის უფროსი პოლ მანაფორტი და მისი მოადგილე რიკ გეიტსი. გარდა ამისა, მითითებულია რუსული დაზვერვა "გრუ" და ბიზნესმენი ემინ აგალაროვი - მომღერალი, მუსიკოსი და კომპანია Crocus Group-ის ვიცეპრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ს ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics