|
2018-04-19 12:24:11, 1912 ნახვა
მსოფლიო
ანტისამთავრობო აქცია სომხეთში - დემონსტრანტებმა მთავრობის სასახლის ბლოკირება სცადეს
სომხეთში ანტისამთავრობო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები დილიდან მთავრობის სასახლესთან შეიკრიბნენ და მისი ბლოკირება სცადეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სომხეთის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავრობის სახლთან შეკრებილი დემონსტრანტების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო, აქციის მონაწილეებმა მთავრობის სასახლის ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით ხანჯიანის ქუჩისკენ მიემართებიან. ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ისინი ტაქტიკას ცვლიან. „არ გადავკეტავთ გზას, გზის გასწვრივ ორივე მხარეს დავდგებით და მძღოლებს მივმართავთ სიტყვებით – თუ სერჟის წინააღმდეგ ხარ, დაასიგნალე. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ფაშინიანმა. ბოლო მონაცემებით, პოლიციამ 88 დემონსტრანტი დააკავა, თუმცა მოგვიანებით, 30 მათგანი გაათავისუფლა. ცნობისთვის, ვითარება ერევანში ორშაბათს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)