00:43 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 10:26:57, 1882 ნახვა

მსოფლიო
მეზვრიშვილი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე: არ მივიღებთ ბრალდებებს, რომ სამინისტრომ რეაგირება არ მოახდინა

„შეტყობინებაში რომ ყოფილიყო სათანადო საფუძველი გამოძიების დაწყების და მოძალადის დაკავების, რა თქმა უნდა ამას შს სამინისტრო გააკეთებდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამომავლოდ შესაძლოა, გარდაცვლილი და მისი დედა რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები  გამხდარიყვნენ.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბოლო პერიოდში ისმის კითხვა, ამ კონკრეტულ ფაქტზე - რამდენად ეფექტიანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. როდესაც მსხვერპლმა და მისმა დედამ  პოლიციას მომართეს, ამ პირის შეწყალების შემდეგ პოლიციაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა. პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამომავლოდ შესაძლოა ეს ადამიანები რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები  გამხდარიყვნენ. როგორც კი ამ ადამიანებმა პოლიციას მომართეს, პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოსცა შემაკავებელი ორდერი. ეს იყო მას შემდეგ პირველი შემთხვევა, რაც ამ ადამიანმა სასჯელი მოიხადა და შეწყალებით ვადაზე ადრე გამოვიდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაზარალებულებმა პოლიციას მომართეს. პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და აღსანიშნავია, რომ მათ ითხოვეს შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ის განცხადება, რომელიც მათ პოლიციაში შემოიტანეს იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს. ჩვენ რომ გვქონოდა სხვა საფუძველი რა თქმა უნდა  გამოძიებას დავიწყებდით. მათ განცხადებაში, რომ ყოფილიყო დანაშაულის ნიშნები რა თქმა უნდა დავაკავებდით და ამას წინ ვერაფერი აღუდგებოდა“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტრო ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან მიმართებაში საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულს არ ვმალავთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით. ბოლო სამი თვის განმავლობაში 800 პირზე მეტია ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული.  შეტყობინებაში რომ ყოფილიყო სათანადო საფუძველი გამოძიების დაწყების და მოძალადის დაკავების რა თქმა უნდა ამას შს სამინისტრო გააკეთებდა, ამიტომ ჩვენ არ მივიღებთ აქ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით რომ სამინისტრომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირება არ მოახდინა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა.

ბაქრაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics