23:01 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 13:29:10, 2021 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ელჩი: სირიაში აშშ-ის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩის ანატოლი ანტონოვის განცხადებით, საერთაშორისო კოალიციის მიერ სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა უპასუხოდ არ დარჩება.

ელჩის აღნიშნული განცხადება საელჩოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

როგორც ანტონოვმა აღნიშნა, მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-ის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებს ეკისრებათ.

"ჩვენი ყველაზე ცუდი მოლოდინები გამართლდა. ჩვენი გაფრთხილება არ შეისმინეს. წინასწარ დაგეგმილი სცენარი ხორციელდება. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ასეთი მოქმედებები შედეგების გარეშე არ ჩაივლის. მთელი პასუხისმგებლობა ვაშინგტონს, ლონდონს და პარიზს ეკისრება. რუსეთის პრეზიდენტის ასეთი შეურაცხყოფა მიუღებელია. ამერიკა ქიმიური არსენალის ყველაზე დიდი მფლობელია და მას უფლება არ აქვს სხვა ქვეყნები დაადანაშაულოს", - ნათქვამია აშშ-ში რუსეთის ელჩის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics