|
2018-04-14 11:22:53, 1930 ნახვა
მსოფლიო
ჯასტინ ტრუდო: კანადა მხარს უჭერს სირიაზე სარაკეტო დარტყმას
კანადა საერთაშორისო კოალიციის მიერ სირიაზე საჰაერო დარტყმის განხორციელებას მხარს უჭერს, - შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გააკეთა. როგორც კანადის პრემიერი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ბაშარ ასადი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. "ვგმობთ სირიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ქიმიური იარაღის გამოყენებას. კანდა მხარს უჭერს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის გადაწყვეტილებას იმოქმედოს ასადის რეჟიმის შესაჩერებლად, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიებას. მასზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან“, - წერს ტრუდო. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)