2018-04-13 19:20:08, 673 ნახვა
რეგიონი
ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ14-კმ24 მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე ადიდებული მდინარე გადმოვიდა, რის გამოც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტორი: ,