21:21 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 15:21:57, 1967 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა დსთ-ს ტოვებს

უკრაინა დსთ-ს ტოვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

მისი თქმით,  მთავრობასთან ერთად უნდა შემუშავდეს  წინადადებები დსთ-ს საწესდებო ორგანოებში უკრაინის მონაწილეობის ოფიციალური შეწყვეტის შესახებ.

„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა და ახლაც არ არის დსთ-ს წევრი, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დსთ-მ უარი თქვა რუსეთის აგრესიის დაგმობაზე, მივმართავ თხოვნით, რომ მთავრობასთან ერთად შევიმუშავოთ წინადადებები დსთ-ს საწესდებო ორგანოებში ჩვენი მონაწილეობის ოფიციალური შეწყვეტის შესახებ, ასევე მინსკში, შესაბამის ინსტიტუტებში უკრაინის წარმომადგენლობის საბოლოოდ დახურვის შესახებ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ოფიციალურად არ არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, რადგან არ აქვს რატიფიცირებული ორგანიზაციის წესდება. უკრაინას თურქმენეთთან ერთად დსთ-ში ასოცირებული წევრის სტატუსი აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics