09:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 15:03:14, 845 ნახვა

რეგიონი
84 წლის აჭარელი გიდი ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სერთიფიკატით დააჯილდოვეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა აჭარაში ღვაწლმოსილი გიდი გუგული მახარაძე მოინახულა და მას რეგიონში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სერთიფიკატი გადასცა.

გუგული მახარაძე 30 წლის განმავლობაში აჭარის სტუმრებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აცნობდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული გიდი რეგიონში, რომელსაც 84 წლის ასაკშიც დეტალურად ახსოვს აჭარის კულტურული თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების ისტორია და მნიშვნელობა. პროფესიით ფილოლოგმა გიდად მუშაობა 25 წლის ასაკში დაიწყო. 

„ნამდვილი ცხოვრება მე ვნახე მაშინ, როცა გიდად დავიწყე მუშაობა. ეს არის ძალიან დიდი თანამდებობდა, რადგან ცოცხალ ადამიანებთან გაქვს საქმე, არ იცნობ მათ და უნდა შეაყვარო შენი ქვეყანა. კარგად მახსოვს პირველი ექსკურსია. ეს იყო 1963 წლის 1 მაისი. ბათუმში შემოვიდა  გემი პენსილვანია, რომელმაც ტურისტთა ჯგუფი შემოიყვანა ქალაქში.  მაშინ გიდებს ძალიან დიდი პატივიცემით გვეპყრობოდნენ, ჩვენ ვიყავით ქვეყნის სახე და მთავარი რგოლი ტურისტებთან ურთიერთობაში“, - იხსენებს გუგული მახარაძე.

სულხან ღლონტი სტუმრად აჭარის გამოცდილ გიდთან პირველ მოადგილე თამარ კაიკაციშვილთან და ხელოვნებათმცოდნე, კინოდოკუმენტალისტ ოლიკო ჟღენტთან ერთად იმყოფებოდა. მან მასპინძელს აჭარაში ტურისტების მოზიდვის და გიდების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით განხორციელებული პროექტები გააცნო, ასევე საჩუქრად გადასცა დეპარტამენტის მიერ დაბეჭდილი გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“. 

„ქალბატონი გუგული არის სამაგალითო ადამიანი. მას 84 წლის ასაკშიც ზეპირად ახსოვს ყველა ის ნიუანსი და მნიშვნელოვანი დეტალი, რაც პროფესიონალი გიდისთვისაა აუცილებელი. ჩვენ მცირედი ყურადღებით გამოვხატეთ პატივისცემა ქალბატონი გუგულის პროფესიონალიზმისადმი და მისი თაობისადმი, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით გარკვეული წვლილი შეიტანეს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში. ვისურვებდით, რომ ჩვენს ქვეყანას და რეგიონს  მისნაირი ბევრი გიდი ჰყავდეს,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics