2018-04-11 17:23:15, 1962 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ავიაკატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში სასწავლო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ვერტმფრენი Ми-8 დაშვებისას ჩამოვარდა, რის შემდეგაც აფეთქდა.
მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად არც ერთი შენობა არ დაზიანებულა. ბორტზე სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. ვერტმფრენი კერძო კომპანიის საკუთრება იყო.
ავტორი: ,