10:00 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 13:39:57, 597 ნახვა

რეგიონი
სოფელ ფურტიოში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

შუახევის მუნიციპალიტეტში დღეს კიდევ ერთი ახალი სკოლა გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში – ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ფურტიოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სკოლაში კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი. აშენდა სპორტული დარბაზი. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ეზო და დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი, მოეწყო ლითონის კვადრატული ღობე. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ზურაბ პატარაძემ ფურტიოელებს ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლის  გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მუდმივად ზრუნავს მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობაზე.

"რისთვისაც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა იხარჯება. პედაგოგებისთვის უკეთესი პირობების შექმნა მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებითა და სახელფასო დანამატებით გამოიხატება. ქვეყნის წარმატებისთვის მთავარია განათლებული თაობა, რომელსაც არ შეეშინდება სიახლეების, რეფორმების და პროგრესის. ახალმა თაობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მომავალი განვითარება. მე ვარ ამაყი, რომ აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ყოველწლიურად მაღალი ქულებით ირიცხებიან. მჯერა, ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები იქნებიან ამ მხრივ გამორჩეულები არა მარტო რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით",-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში ამჟამად 129 მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 33 პედაგოგი. ახალი სკოლა გათვლილია 250 მოსწავლეზე. 2016 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  გადაწყვეტილებით სკოლას მიენიჭა  დამსახურებული პედაგოგის  ლევან ბერიძის სახელი. შუახევის მუნიციპალიტეტში ამჟამად მაწყვალთისა და ჟანივრის სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს.

2018 წელს აჭარაში 24 საჯარო სკოლის მშენებლობა რეკონსტრუქცია განხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics