20:43 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 13:37:58, 574 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ მესტვირიშვილი: საქართველოს რეზერვების ხარჯვის ფუფუნება არ აქვს

„საქართველოს რეზერვების ხარჯვის ფუფუნება არ აქვს, ჩვენი რეზერვები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის  2014 წლის ანგარიშს განიხილავდნენ.

 კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ 2008-2009 წლებში ეროვნული ბანკი უფრო აქტიურ ინტერვენციებს ახორციელებდა და მესტვირიშვილს კითხვით მიმართა, თუ რატომ აქვს ეროვნულ ბანკს ახლა განსხვავებული მიდგომა.

როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, რეზერვების შემცირება ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების კლებას გამოიწვევს და ეს კურზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

 „ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი არის ფასების სტაბილურობა. თუ ფასების სტაბილურობა არის უზრუნველყოფილი, ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერიოდში კურსის რისკები არ არსებობს. თუ გრძელვადიან პერიოდში კურსის რისკები არ არსებობს, ეს პოზიტიურ გავლენას ახდენს მოკლევადიან კურსზეც. მნიშვნელოვანია, რომ გავლენა მოვახდინოთ ფასების სტაბილურობაზე, საქართველოშიც. ასე არის ამიტომაც არის ეროვნული ბანკი კანონმდებლობით დამოუკიდებელი, რომ მან სხვა დროებით ფაქტორებზე არ მოახდინოს გავლენა. ჩვენ ინტერვენციის რეჟიმი შევცვალეთ 2009 წელს და მას შემდეგ გვაქვს ძალიან შეზღუდული რაოდენობით ინტერვენციები. 2009 წლიდან ეს რეჟიმი მუშაობს და თუ ნახავთ ჩვენს პუბლიკაციებს, ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ მინიმალურად ვერევით, გაცვლითი კურსი არის წონასწორულთან ახლოს და გრძელვადიანი გადახრები არის მინიმალური. თუ გრძელვადიან პერიოდს შევხედავთ, საქართველოში, გარდა ბოლო პერიოდისა, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილური იყო. საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც არის საქართველოსნაირი ქვეყნისათვის ოპტიმალური. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს საგარეო შოკი, ქვეყნის ეკონომიკაზე ის გავლენას მინიმალურად ახდენს. იმიტომ რომ გაცვლითი კურსი ამას  თავის თავზე იღებს. კურსის მოქნილობა რომ არ არსებობდეს, გვექნებოდა დიდი უმუშევრობა, ეკონომიკის მაღალი ვარდნა, რაც საბოლო ჯამში კურსის უფრო მაღალ გაუფასურებას გამოიწვევდა. მაგალითად, აზერბაიჯანს დიდი რაოდენობით რეზერვები ჰქონდა, ცდილობდა რომ კურსი შეენარჩუნებინა, თუმცა მალე მიხვდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. ახლა აზერბაიჯანში კურსი უფრო მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მილიარდის რეზერვი დახარჯეს. საქართველოს რეზერვების ხარჯვის ფუფუნება არ აქვს, ჩვენი რეზერვები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მნიშვნელოვნად შემცირება ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების კლებასაც გამოიწვევს და ეს კურზე უარყოფით გავლენას იქონიებს“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

 ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილის განცხადებითვე, ლარის გაუფასურება ძირითადად დოლარის გამყარებამ და იმ მოლოდინებმა გამოიწვიეს, რომლებიც დამახასიათებელია მცურავი კურსის დროს.

ამასთან, მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან სწორი ნაბიჯებია გადადგმული, რაზეც საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების განცხადებებიც მოწმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics