19:39 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 11:18:38, 2043 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს მიერ სანქციების დაწესების შემდეგ რუსი ოლიგარქების ზარალმა 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესების შემდეგ რუსი ოლიგარქების ზარალმა 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგზე დაყრდნობით იუუწყება.

BBI რეიტინგში მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანი ფიგურირებს, მათ შორის 25 რუსი ოლიგარქია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში შემოსავალი მხოლოდ ერთ მათგანს გაეზარდა, მაშინ როდესაც 24 ბიზნესმენის შემოსავალმა იკლო.

ყველაზე დიდი ზარალი „ნორნიკელის“ პრეზიდენტს ვლადიმერ პოტანინს მიადგა. მისი ქონება 2,28 მილიარდი დოლარით შემცირდა. „რენოვას“ კომპანიათა ჯგუფის ძირითადმა მფლობელმა ვიქტორ ვექსელბერგმა 1,28 მილიარდი დოლარი, ხოლო „ლუკოილის“ ხელმძღვანელმა და თანამმართველმა ვაგიტ ალეკპეროვმა კი 1,37 მილიარდი დოლარი დაკარგა. ნიზნესმენმა მიხაილ ფრიდმანმა 445 მილიონი დოლარი დაკარდა, ხოლო ალიშერ უსმანოვის კაპიტალი 255 მილიონით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატება 7 რუსი ბიზნესმენის და 17 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics