2018-04-07 12:08:05, 2254 ნახვა
მსოფლიო
ამერიკამ რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატება 7 რუსი ბიზნესმენის და 17 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სასანქციო სიაში ბიზნესმენიბი ოლეგ დერეპასკა, იგორ როტენბერგი, სულეიმან კერიმოვი, "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, სენატორი კონსტანტინ კოსაჩოვი, დუმას დეპუტატი ვლადისლავ რეზნიკიც მოხვდნენ.
გარდა კონკრეტული პირებისა სანქციები 12 კომპანიასაც შეეხო, რომლებიც რუს ოლიგარქებთან არიან კავშირში.
მედიის ცნობით, სასანქციო სიაში არსებული პირების და კომპანიების ანგარიშები, რომლებიც ამერიკაშია გახსნილი, დაიბლოკება.
ავტორი: ,