2018-04-06 19:47:21, 802 ნახვა
რეგიონი
ოზურგეთსა და წყალტუბოში ხანძარი ლიკვიდირებულია
ოზურგეთში, დაბა ლაითურში ხანძარი გაჩნდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, 30 ჰა-მდე ეკალ ბარდი და 15-მდე წიწოვანი ხე დაიწვა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
კიდევ ერთი ხანძარი წყალტუბოში გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 600 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული, რა დროსაც ხმელი ბალახი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახიროს ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდირება უკვე მოახდინეს.
ავტორი: ,