2018-04-05 16:04:32, 2018 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის ექსპრეზიდენტი უზენაესმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პატიმრობაში დატოვეს.
BBC-ის ცნობით, ბრაზილიის ექსპრეზიდენტს 12 წლით პატიმრობა ემუქრება. ბრალდება მას ქრთამის აღებას ედავება. ლულამ აპელაციის პასუხამდეგათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ლულა ამტკიცებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობისთვის ხელის შეშლას ემსახურება.
ამასთან, გამოკითხვებით ლულა შესაძლო კანდიდატებს შორის რეიტინგის სათავეშია. ბრაზილიის კანონმდებლობით, მას გასაჩივრების უფლება აქვს. თუმცა, სასჯელის მოხდის შემდეგ მას ყველანაირ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა ეკრძალება.
ავტორი: ,